ია ფარულავა ბინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ტელეწამყვანის თქმით, ბინა, რომელშიც თავისი სახლი გაცვალა 100-ის ნაცვლად 95 კვადრატული აღმოჩნდა.
„ნეტა რა მიხარია. ბინა, რომელშიც ჩემი საცხოვრებელი გავცვალე, მითხრეს რომ 100 კვადრატულზე მეტი იყო, აღმოჩნდა 95 კვადრატული მეტრი, ტიხრების გარეშე. და ტიხრებით უფრო ნაკლები“, – ამბობს ვიდეოში ია ფარულავა.
შეგახსენებთ, ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას შორის უთანხმოება ბინების გაცვლის შემდეგ დაიწყო.




