ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას მისი მეგობარი, ამიკო ჯანელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე იტალიაში იმყოფებოდა.




