„ბევრი დაიბნა, ვერ გაიგო ვინ გარდამეცვალა, მედეა ამირანაშვილი ჩემი მეორე დედა იყო“ – ია ფარულავა

0
254

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი სოპრანო, ლეგენდარული მომღერალი მედეა ამირანაშვილი.

“მშვიდობით მედიკო დედიკო” – დაწერა ია ფარულავამ, რომლის ოჯახის წევრიც იყო ქალბატონი მედეა.

მედეა ამირანაშვილი იას მამის, მოქანდაკე ოთარ ფარულავას მეუღლე გახლდათ.

„ხალხი დაიბნა და ვერ გაიგო, ვინ გარდაეცვალა იას. მედეა ამირანაშვილი მამაჩემის პირველი ცოლი იყო. მისი შვილი, მარინა ფარულავა არის ჩემი და. ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ. მე და ჩემი ძმა მას ბავშვობიდან მედიკo დედიკოს ვეძახდით. ის ჩვენი მეორე დედა იყო“, – ამბობს ია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here