„ბებიობის შემდეგ მივხვდი, რომ სიახლეები მჭირდებოდა, წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე“ – ინგა გრიგოლია

0
1428

ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ისაუბრა, როგორ და რა მიზეზით დაიკლო წონაში.

მისი თქმით, ასაკი არასდროს აწუხებდა და არც არასდროს დაუმალავს, მაგრამ  ბებია რომ გახდა, მიხვდა, რომ სიახლეები სჭირდებოდა.

„ბებიობის შემდეგ მივხვდი, რომ სიახლეები მჭირდებოდა, წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე, დავიწყე ზრუნვა ვიზუალზე, მინდოდა ენერგია მეტი მქონოდა”, – ამბობს ინგა გრიგოლია.

ტელეწამყვანი ამბობს, რომ ბევრი კილოგრამი დაიკლო და გეგმაში კიდევ ბევრი კილოგრამის დაკლება აქვს.

„ორ თვე ნახევარში 15 კილო დავიკელი და ჯერ კიდევ კლების პროცესში ვარ, კიდევ ბევრი კილოგრამის დაკლება მაქვს გეგმაში. იმიტომ რომ ნინასთვის ისეთი ბებია ვიყო, როგორც მარიამისთვის იყო დედაჩემი“ – განმარტა ინგა გრიგოლიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here