ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში თავის ახალ სიმღერას აზიარებს, რომელსაც 11 დღის განმავლობაში 500 000-ზე მეტი ნახვა აქვს.
ბარბარა ყველას მადლობას უხდის:
ბოლო რამდენიმე დღეა, ღამით წესიერად ვეღარ ვიძინებ, ტვინი სულ იმას ფიქრობს, რა ხდება ან რატომ ხდება ასე სწრაფად ყველაფერი.
მომდის ასობით მესიჯი, სადაც მადლობას მიხდიან, ასეთი კარგი სიმღერისთვის.
მომდის ასობით ვიდეო, სადაც პატარა ბავშვები მყვებიან სიმღერაში, ან უბრალოდ უსმენენ და ბედნიერებისგან იცინიან!..
მწერენ, რომ ამ სიმღერამ სიმშვიდე აპოვნინათ, ძილის პრობლემა მოუგვარათ და თავიანთი ცხოვრებისეული პრობლემები დაავიწყათ.
განა ერთი და ორია ასეთი მესიჯი, ასობით და შესაძლოა ათასობით!
ყველას ვკითხულობ, უმეტესობას ვპასუხობ.
მადლობა თქვენ! თქვენ ხართ ის ძალა, რაც წვეთ-წვეთობის აგროვებს იმ ოკეანეს, სადაც ახლა მე დავცურავ.
წარმატებული დღე ყველას!”