„მგზავრებმა“ მორიგ სიმღერაზე მუშაობა დაასრულეს. ჯგუფის ახალი კლიპის პრემიერა დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. როგორც „მიუზიკ ბოქსს“ ჯგუფის წევრმა, დავით უგრეხელიძემ უთხრა, „ახალი სიმღერა სიყვარულზეა და მათ ძველ ნამუშევრებს არ ჰგავს“.
მისივე თქმით, მალე დაიწყება ჯგუფის ევროპული და ამერიკული ტური.
„კონცერტები გვექნება პრაღაში, მიუნხენში და ბერლინში. შემდეგ კი აშშ-ში გავემგზავრებით, სადაც შვიდ ქალაქში გვექნება კონცერტი. ამერიკულ ტურნეს 4 დეკემბერს, სიეტლიდან დავიწყებთ. აღსანიშნავია, რომ 11 დეკემბერს ჩიკაგოში დაგეგმილ კონცერტში, ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებს David Bay, ქართველი მუსიკოსი.
„დავიდი თბილისში ცხოვრობდა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გადავიდა აშშ-ში საცხოვრებლად. ახლა კი ჩიკაგოში შემოგვიერთდება“, – ამბობს დავით უგრეხელიძე.




