ასეთი მუსიკოსები აღარ იბადებიან, თუმცა კი ჩვენ გვტოვებენ – როგორ ეხმაურებიან ქართველები თინა ტერნერის გარდაცვალებას

0
122

24 მაისს გახდა ცნობილი, რომ ლეგენდარული მომღერალი თინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ბოლო წლებში ტერნერს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის კიბო, ინსულტი და თირკმლის უკმარისობა.

„მასთან ერთად, მსოფლიომ დაკარგა ლეგენდა და მისაბაძი ადამიანი“,- განაცხადა მისმა პრესსპიკერმა.

ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებას საქართველოშიც უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.

„თინა თერნერი – ყველა დროის საუკეთესო როკ მომღერალი და მსოფლიო მუსიკალური სცენის ყველაზე ქარიზმატული შემსრულებელი – 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ შვეიცარიაში, ციურიხთან ახლოს მდებარე კუსნახტში, საკუთარ სახლში.

რამდენიმე წლის წინ მან საკმაოდ მძიმე ფორმის ინსულტი გადაიტანა. სამწუხაროდ, ასეთი მუსიკოსები აღარ იბადებიან, თუმცა კი ჩვენ გვტოვებენ…”, – წერს ზაზა შენგელია.

თინა ტერნერის გარდაცვალებას ეხმაურება ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამჟამად აშშ-ში მოღვაწეობს.

ამერიკის მეგაშოუ American Idol-ში მონაწილეობის დროს, შესარჩევი ტურების ბოლო რაუნდში, სწორედ ტინა ტერნერის სიმღერა „Proud Mary“ შეასრულა.

ნუცა ამ ვიდეოს აზიერებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ თინა ტერნერი მისი ყველაზე დიდი შთაგონების წყარო იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here