ჟურნალისტი, ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ნანკა გვარის გადაცემაში „მარტოობის 15 წუთი“ საუბრობს რატომ დაბლოკა ბიოლოგიური დედა.
„მე რომ ვყოფილიყავი მოპარული ბავშვი, ჩემთვის ურთულესი იქნებოდა. რატომღაც გაშვილებულ ბავშვებს, ვისთანაც კონტაქტი მაქვს, ურჩევნიათ, მოპარულები იყვნენ. იქნებ, მოპარული ვარ, იქნებ, დედას ვუნდოდი… ყველას იმედი აქვს, რომ დედას უნდოდა. ჩემთვის, პირიქით, შვება იყო, როცა გავიგე, რომ ვიყავი დატოვებული. ჩემს თავთანაც კიდევ ერთხელ დავადასტურე და გაირკვა, რომ ჩემს ამყვან მშობლებს არ მიუძღვით უდიდესი ცოდვა. ჩემი მშობლები გარდაცვლილები არიან და ვერასდროს გავიგებდი მათგან, იცოდნენ თუ არა, რომ მოპარული ვიყავი. გამიმარტივდა უფრო ამის გააზრება, სხვა დრო იყო, უქმროდ ვერ აჩენდი ბავშვს, გიწევდა შვილის დატოვება.“,- ამბობს თამუნა.
კითხვაზე აქვს თუ არა იმედი, რომ დედა დაბრუნდება, თამუნა პასუხობს:
„არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ. ჯერ ეს ერთი, „ფეისბუქზე“ დაბლოკილი მყავს. ისეთი მიუღებელი იყო, რომ ამ ქალმა გამომაგდო და მერე ჩემს პოსტებს „ფეისბუქზე“ ათვალიერებდა…“