ანასტასია ბენდუქიძე: „ბოლო დროს ძალიან ბევრს ვღელავ, სამყარო ისევე არასტაბილურია, როგორც ჩემი ნერვები. მაგრამ ამ პაწაწინა ქმნილებებისგან სიყვარულის მიღება ერთადერთია, რაც ყველაფერს აუმჯობესებს“

0
195
ანასტასია ბენდუქიძე
ანასტასია ბენდუქიძე

ანასტასია ბენდუქიძე შვილების, ალექსანდრეს და ლიანას ახალ ფოტოებს აქვეყნებს შემდეგი ტექსტით:

„სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო დროს ძალიან ბევრს ვღელავ, სამყარო ისევე არასტაბილურია, როგორც ჩემი ნერვები. მაგრამ ამ პაწაწინა ქმნილებებისგან სიყვარულის მიღება ერთადერთია, რაც ყველაფერს აუმჯობესებს, თუმცაღა ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ისინი არიან ამ სტრესის მიზეზები). მადლობა ჩემს შესანიშნავ ქმარს, რომ ეს ოჯახი შექმნა ჩემთან ერთად და ჩვენთან არის ჭირსა და ლხინში“.

ცნობისთვის, ანასტასიას და ბიზნესმენ ივანე მხეიძეს პატარა გოგონა, ლიანა, 2024 წლის ოქტომბერში შეეძინათ. ანასტასიამ ქალიშვილს მეუღლეს ბებიის სახელი დაარქვა.