А’Студио თბილისში სოლო კონცერტს გამართავს

0
9

10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ჯგუფ А’Студио-ს უმასპინძლებს. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა პროდიუსერ ნატო დუმბაძის ფეისბუქ-გვერდიდან. ჯგუფი მსმენელის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგება. შესრულდება ძველი და ახალი ჰიტები.

დამატებითი დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მათ შორის ბილეთების შესახებ ინფორმაციაც.

წლებია, А’Студио-ს საქართველოში სოლო კონცერტი არ გაუმართავს, ჯგუფს ბევრი ახალი ჰიტი აქვს და მისი თაყვანისმცემლებისთვის საინტერესო იქნება ახალი რეპერტუარის მოსმენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here