ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიიდან კადრები გამოაქვეყნა – რას წერს კომენტარებში კახა კალაძე

ხვიჩა კვარაცხელია „ინსტაგრამზე“ „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიიდან პოსტს მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად აქვეყნებს.

რამდენიმე წუთის წინ დადებულმა ფოტოებმა უკვე უკვე 100 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

„წინ კვარა“- წერს ფოტოს კომენტარებში თბილისის მერი, კახა კალაძე.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა.

Scroll to Top