„ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა სანდრას გული ვატკინე“ – მიხეილ სააკაშვილი

0
145

სანდრა არის ყველაზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე. – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.

ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე“. – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მოინახულა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ერთად აღარ იყვნენ“.

„ჩვენ ერთად აღარ ვართ“ – რას წერს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here