გადაცემის „ვინ ვინ არის” მეორე სეზონის გამარჯვებული მანიკა ასათიანი გახდა, რომელსაც ფასკუნჯის კოსტიუმი ჰქონდა მორგებული.
„და, ისიც! „ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის გამარჯვებული! ფასკუნჯის საოცარი კოსტიუმით შენიღბული, უნიჭიერესი და ულამაზესი ტელეწამყვანი და მოდელი – მანიკა ასათიანი!”, – ვკითხულობთ გადაცემის ფეისბუკგვერდზე.