ჟურნალისტმა თამუნა მურუსიძემ საკუთარ პოდკასტში „ვეძებ“ სტუმრად თავისი ბიოლოგიური მამა მიიწვია.
„გურგენს კი არ უყვარდა ქალები, ქალებს უყვარდათ გურგენი. თქვენ როგორ ფიქრობთ ქალები, ჩვენ მამაკაცები არ ვტირით?. ჩემი მეუღლე ორივე ხელით დათანხმდებოდა, რომ ჩვენს ოჯახში გეცხოვრა. შოკი იყო, როდესაც შვილის არსებობის შესახებ გავიგე. გულში მქონდა რომ სადღაც ბავშვი არსებობს ჩემი“, – საუბრობს გურგენ ხორავა.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ რომელმაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ დააფუძნა, რვაწლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები მცირე ხნის წინ იპოვა.
მამა ზუგდიდში მცხოვრები, ქორეოგრაფი, გურგენ ხორავა აღმოჩნდა.




