ლეგენდარულმა იტალიელმა მომღერალმა ალ ბანომ, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა პრესკონფერენცია გამართა!
როგორც ჟურნალისტებთან ყველა თაობისთვის საყვარელმა მომღერალმა აღნიშნა, მოხარული და ბედნიერია, რომ იმყოფება საქართველოში. მომღერლის თქმით, ის დიდი სიამოვნებით აჩუქებს ლამაზ დღეებს ქართველ გულშემატკივარს.
„ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს ქვეყანაში. მოუთმენლად ველოდები ქართველ გულშემატკივრებთან შეხვედრას. ყველა იმ ცნობილ ჰიტს შევასრულებ, რომელიც ასე ძალიან გიყვართ“, – აღნიშნა ალ ბანომ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშავია, რომ საქველმოქმედო ფონდის “ცხოვრება მშვენიერია” ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ალ ბანოს სოლო კონცერტი ხვალ, 24 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება საქველმოქმედოა და შესული თანხა “ფერად ქალაქს, აუტიზმის ეროვნულ ცენტრს” გადაეცემა.
ცნობისთვის, ალ ბანო 25 ნოემბერს ქართველ მსმენელს რესტორან „ქვევრშიც“ უმღერებს.