„ყველა ვინც ჩემს კონცერტზე მოვა – უკრაინას დაეხმარება“ – ლობოდას საქველმოქმედო კონცერტი თბილისში 11 მაისს გაიმართება

0
92

უკრაინელი მომღერალი ლობოდა  ევროპის ბევრ ქვეყანაში ძალიან უყვართ და პოპულარულია. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, შემსრულებელი აქტიურადაა ჩართული მოხალისეობაში. ამ დრომდე მან უკრაინის დასახმარებლად, სხვადასხვა ფონდებსა და ორგანიზაციებს 400 ათას ევროზე მეტი თანხა გადაურიცხა.

მომღერლის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს ხალხს მშობლიურ ქალაქ ირპენში, რათა მათ სახლების თავიდან აშენება და მშობლიურ ადგილებში დაბრუნება შეძლონ.

სვეტლანამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა ახალი ალბომი სახელად „Made In U” და შემოსული თანხა მთლიანად გადაურიცხა ოჯახს, რომლის სახლიც რუსებმა მთლიანად დაანგრიეს, მომღერლის მშობლიური ქალაქ ირპენის მახლობლად მდებარე სოფელში.

2022 წელს ლობოდამ თავისი ქვეყნის მხარდასაჭერად დაიწყო საქველმოქმედო ტურნე მთელს მსოფლიოში. მან უკვე მოიარა ევროპისა და ამერიკის ქალაქები და 11 მაისს თბილისსაც ეწვევა.

მოგვიყევით საქველმოქმედო კონცერტის შესახებ, სად და როდის გაიმართება, ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, გაგვაცანით კონცერტის პროგრამა,

ჩემი სოლო კონცერტი საქართველოში არის იმ გლობალური საქველმოქმედო ტურის ნაწილი, რომელიც გასულ ზაფხულს დავიწყე. პირველი კონცერტი იყო რიგაში, ქალაქში სადაც ახლა ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. დღეისთვის კონცერტები ჩატარებული გვაქვს უკვე ევროპის რამდენიმე ქალაქში, ასევე ისეთ ქვეყნებში როგორიცაა – ყაზახეთი, უზბეკეთი, ისრაელი და ამერიკა. ძალიან მაბედნიერებს სავსე დარბაზების ნახვა და იმ ხალხისთვის სიმღერა, ვინც იმავე მიმართულებით იყურება საითაც მე.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here