ყველაზე უცნაური ეტაპი ცხოვრებაში დგება მაშინ, როცა არ იცი, საიდან დაიწყო მოყოლა – ლიზა ყენია ამერიკულ ცხოვრებაზე

0
3017

მომღერალი, ლიზა ყენია საკუთარი ცხოვრების, შეხედულებებისა და ახალი გადაწყვეტილებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს: 

“ყველაზე უცნაური ეტაპი ცხოვრებაში დგება მაშინ, როცა არ იცი, საიდან დაიწყო მოყოლა…

თავს თუ მოუყრი ორ წინადადებას, მოდის უცნაური გრძნობა, რომელიც გეუბნება, რომ გაჩუმდე! შენთვის დაიტოვო, არავის ესმის და არც არავის უნდა გაიგოს, ხვდები, რომ შენს გარშემო ადამიანებმა ისე იცვალეს სახე, მათთან საერთო აღარაფერი გაქვს, ადამიანებს აღარ შეუძლიათ სხვა ადამიანის კუთხით დაინახონ ესა თუ ის მოვლენა. იმის განცდა, რომ განიცადონ, რას შეიძლება გრძნობდე შენ.. არადა, ადამიანებს ისე სჭირდებათ ერთმანეთი…

ყველა ადამიანს სჭირდება საუბარი, ეს ხომ ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც გვეხმარება მოვიშოროთ ცუდი ენერგიები და ავივსოთ საუკეთესო ემოციებით… გავჩუმდი, იმიტომ, რომ ძალიან ღრმა და უზარმაზარი მოცულობის ფიქრები და ემოციები ცხოვრობს ჩემში, ყოველთვის განსხვავებულია ხელოვანი ადამიანი…

მხოლოდ იმიტომ, რომ მასში უამრავი გრძნობა იბადება, სამყაროც არასოდეს აყოვნებს და აგზავნის უზარმაზარი გამოცდილებების ციკლებს… ჩამკეტა, რადგან ეს ძალიან ბევრია, მასწავლა ამით ცხოვრება, მაგრამ ყველაზე ძნელი ამის გამოუთქმელობის სინდრომია, ჩამკეტა სოციუმის გამოგონილმა წარმოდგენებმა ჩემზე, რომელიც არასოდეს ყოფილა ჩემთან კავშირში, ყოველთვის იმაზე დიდი და მგრძნობიარე იყო ჩემი სამყარო, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა…

ყველა იმას ხედავს, რასაც უნდათ, რომ ხედავდნენ, ბევრი იმას იჯერებს, რაც თვითონ უნდა, რომ სჯეროდეს… როცა არ გიცნობენ, ძნელია ილაპარაკო, როცა არ უნდათ გაიგონ, არ გინდა აუხსნა, როცა იცი შენი ფასი, აღარ თვლი საჭიროდ, გაეცნო… მაგრამ რა ვქნა, რომ ვეღარ ვიტევ…

მინდა, გაგეცნოთ, მინდა მოგიყვეთ, მაგრამ ვხვდები, რომ როდესაც ამ პროცესში შევდივარ, ძალიან მორცხვი ვხდები და ისევ კარის დაკეტვა და მარტო ყოფნა მირჩევნია, გაქცევა და დამალვა მინდება, იქ, სადაც ჩემი სამყაროა… იქ, სადაც ისე მისმენენ, როგორც მე მინდა, მომისმინონ.

ბევრი წელი არასწორად გადმოვცემდი ჩემს ბრაზს, ტკივილს, სევდას, მარტოობას, ღალატს, უიმედობას, უამრავ შეფარულ დამცირებას, არასოდეს ვიცოდი, როგორ მემართა ჩემი ცხოვრება ისე, რომ ჩემი რეალობა სწორად დაენახათ... ახლა სხვა დროა, სხვა მოცემულობა, ახლა პირველ ნაბიჯებს ვდგამ, ძალიან მორცხვი, მაგრამ გაცნობიერებული ნაბიჯებია… ფრთხილი, მაგრამ იმაზე გულწრფელი და გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე ყოფილა… მინდა მომისმინოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…” – წერს ლიზა ყენია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here