,,ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, პირველი ალბათ არ მიყვარდა ისე ძალიან” – ალეკო მახარობლიშვილი

0
3052

მსა­ხი­ო­ბი ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში “ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი“პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, ჯერ კი­დევ პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო, რო­დე­საც მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. პირ­ვე­ლი ცო­ლიც მსა­ხი­ო­ბი იყო, მას­თან ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნა. არ­ჩე­ვა­ნი მე­ო­რე­დაც მსა­ხი­ობ­ზე შე­ა­ჩე­რა და 40 წე­ლია ერ­თად მო­დი­ან.

“პირ­ველ მე­უღ­ლეს დიდ პა­ტივს ვცემ, ორი შვი­ლი მყავს მას­თან, უსაყ­ვარ­ლე­სი შვი­ლე­ბი. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ისე არ მიყ­ვარ­და, რო­გორც უნდა მყვა­რე­ბო­და წე­სით, ალ­ბათ, ამი­ტომ დავ­შორ­დით. 21 წლის ვი­ყა­ვი, ცოლი რომ მო­ვიყ­ვა­ნე, სულ ვი­ღაც მიყ­ვარ­და. მერე დად­გა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც არა­ვინ აღარ მიყ­ვარს. ამ ჩემს პირ­ველ მე­უღ­ლეს ვუყ­ვარ­დი, მსა­ხი­ო­ბი იყო, ახ­ლაც მსა­ხი­ო­ბია. არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, პი­რი­ქით, კარ­გი შვი­ლე­ბი გა­მი­ზარ­და. რვა წელი ვი­ყა­ვით ქორ­წი­ნე­ბა­ში. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ დღეს ეს ბი­ჭე­ბი მყავს.

კარ­გა ხანი ვაწ­ვა­ლეთ ერ­თმა­ნე­თი, სახ­ლში მოს­ვლა რომ არ გინ­და ადა­მი­ანს. მა­საც ალ­ბათ ნერ­ვე­ბი ეშ­ლე­ბო­და. ერთ დღეს მარ­ტი­ვად გა­დავ­ჭე­რით პრობ­ლე­მა და მე და ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე გა­ვი­ქე­ცით გუ­რი­ა­ში. ამ დროს ქორ­წი­ნე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. ჩემი მე­სა­მე შვი­ლი ეკა, რო­მე­ლიც მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­მე­ძი­ნა, რამ­დე­ნი­მე წლის იყო, რო­დე­საც პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად განვქორ­წინ­დით.

ამ თე­მა­ზე ბი­ჭებ­თან დღემ­დე არ მი­სა­უბ­რია. იდე­ა­ლუ­რი მამა-შვი­ლო­ბა გვაქვს, მაგ­რამ გა­სა­გე­ბია, რომ მათ რა­ღაც ტკე­ნა აქვთ გულ­ში.

მე­ო­რე მე­უღ­ლეც მსა­ხი­ო­ბია. მოხ­და ისე, რომ მას შე­ვუყ­ვარ­დი, ცოტა აჭ­რი­ლი ვი­ყა­ვი, აღარ მინ­დო­და არა­ვის და­ნახ­ვა. ალენ დე­ლო­ნი არ ვარ, მაგ­რამ ვხიბ­ლავ­დი ქა­ლებს, რა­ღაც ავი­წყვი­ტე. მაგ­რამ თა­ვის­თა­ვად მოხ­და, თა­მუ­ნამ მაგ­რძნო­ბი­ნა რა­ღა­ცე­ბი. იყო პე­რი­ო­დი, რომ თა­ვად და­მა­ნე­ბა თავი, მერე ისევ შევ­რიგ­დით და ამა­სო­ბა­ში ჩვენ­ში მოხ­და ისე­თი რამ, რომ მივ­ხვდით, რომ ერ­თად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. 40 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ და ერ­თად ვართ და აწი, რაღა დაგ­ვა­შო­რებს. რაც დრო გა­დის, უფრო გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი და პა­ტივს ვცემთ, უფრო ეშხში შევ­დი­ვართ.

მე მაქვს ასე­თი პრინ­ცი­პი, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გორ უნდა ვი­ეჭ­ვი­ა­ნო ცოლ­ზე, თუ ვი­ეჭ­ვი­ა­ნე, გა­მო­დის, რომ მი­ზე­ზი მაქვს და თუ მი­ზე­ზი მაქვს, მა­შინ სა­ეჭ­ვი­ა­ნო აღა­რა­ფე­რია. სულ კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ“. – ამბობს ალეკო მახარობლიშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here