ფოტო/ვიდეო: ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ „სიმფონიური ისტვუდის“ პრემიერით გაიხსნა, რომელიც კაილ ისტვუდმა მამას მიუძღვნა

0
189

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ 24 ივნისს რუსთაველის თეატრში „სიმფონიური ისტვუდის“ პრემიერით გაიხსნა.

პრემიერა ამერიკელმა კონტრაბასისტმა და კომპოზიტორმა კაილ ისტვუდმა თავის მამას, ცნობილ მსახიობს, კინორეჟისორსა და კომპოზიტორს – კლინტ ისტვუდს მიუძღვნა. ცნობილი მსოფლიო რეჟისორის შვილი ქართველი მაყურებლის წინაშე ახალი პროექტით წარსდგა.

მუსიკოსი საქართველოს მეორედ ეწვია და როგორც მან აღნიშნა, ძალიან მოხარულია ჩვენს განსაკუთრებულ მსენელთან შეხვედრით. საღამომ დიდი ემეციებითა და მაყურებლის აღფრთოვანებით ჩაიარა. სცენაზე შესრულდა ყველასთვის საყვარელი საუნდტრეკები კლინტ ისტვუდის ცნობილი ფილმებიდან,რომელსაც წინ უძღვოდა ვიდეო ინტერვიუები ისტორიებით თითოეულ კომპოზიციასა და კინოსურათზე. ქართველ მაყურებელს საშუალება მიეცა მოესმინა  რეჟიორისა და კომპოზიტორის  კინომუსიკა ისეთი ცნობილი ფილმებიდან,როგორებიცაა: „ჩანაცვლებული“,“გრანდ ტორინო“,“წერილები ივო ჯიმადან“,“მიუტევებელი“,“ერთი მუჭა დოლარებისთვის“ და სხვა.

 ფეტივალის პირველი დღე  დიდი ოვაციებით დასრულდა.

წლევანდელი საფესტივალო პროგრამა გაცილებით მასშტაბურია. ფესტივალის ფარგლებში თბილისს აშშ- იდან, ინგლისიდან, ბრაზილიიდან და ლუქსემბურგიდან მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური ჯგუფები და მუსიკოსები ეწვევიან.

კალეიდოსკოპურ მრავალფეროვნებას განსაზღვრავს ბრაზილიური „ბოსა ნოვას„ რიტმებისა და კლასიკად აღიარებული ამერიკული კინომუსიკის საოცარ შემსრულებელთა გასტროლი ჩვენს დედაქალაქში.

შეგახსენებთ, ფესტივალის დახურვის ცერემონია 28 ივნისს, კოტე მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.

კაილ ისტვუდი ქართველი მაყურებლის წინაშე ახალი პროექტით წარსდგება, რომელსაც მამას, კლინტ ისტვუდს მიუძღვნის – რა ელის მაყურებელს ფესტივალზე „თბილისი – რიტმი“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here