ფოტო/ვიდეო: მომხიბვლელი წყვილის ქორწილი „ქეთო და კოტეს“ ინსპირაციით, ქართველი ვარსკვლავები და შოუს კულმინაცია – ამერიკელი მომღერალი, დაიანა კინგი…

მომხიბვლელი ახალგაზრდა წყვილი – დიმიტრი დუმბაძე და მარიამ ვალიაშვილი ახლახან დაქორწინდა და ზღაპრული ქორწილის მთავარი გმირები გახდნენ. დიმიტრისა და მარიამის ქორწილი „გარდენიაში“ დაიწყო, სვეტიცხოველის ტაძარში „შვიდკაცას“ გალობის ფონზე გაგრძელდა და „შატო მუხრანში“ ხელისმოწერითა და 400-კაციანი ვახშმით დაგვირგვინდა.Play

ხელისმოწერას მუსიკალურად აფორმებდა 45-კაციანი ორკესტრი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ქორწილის დაგეგმვაში უამრავი პროფესიონალი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ რეჟისორი ზაალ ჩიქობავა, საღამოს წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე, პატარძლის კაბის დიზაინის ავტორი – ლაშაო გაბუნია…

დიმიტრი და მარიამი ხუთი წლიდან იცნობენ ერთმანეთს, ვინაიდან მათი ოჯახები მეგობრობენ. წყვილის რომანტიკური ამბავი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ისინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, ოჯახურ და მეგობრულ გარემოში და მათ შორის ნელ-ნელა გრძნობა გაჩნდა.

ამბავი ვრცლად და ფოტო/ვიდეო გალერია იხილეთ fortuna.ge-ზე

Scroll to Top