ფოტოები: “მე და კრის ჯენერი“ – ნუცა ბუზალაძე „ლეიკერსის” თამაშს ქართული დროშით დამშვენებული მაისურით დაესწრო

0
230

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში ცნობილ ვარსკვლავთან, კრის ჯენერთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

“მე და კრის ჯენერი “ლეიკერსის” თამაშზე დღეს. შეიძლება კრისი ჩემი მენეჯერიც რომ იყოს?” – წერს მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ თამაშს ნუცა ბუზალაძე ქართული დროშით დამშვენებული მაისურით დაესწრო.

კრის ჯენერთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს ნუცას კითხვა მოჰყვა:

„როგორ მოგწონთ ჩემი მაისური?”.

ნუცამ თამაშზე მეგობრებთან ერთად გადაღებული სხვა ფოტოებიც გაუზიარა გამომწერებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here