„უმძიმესი დღეები დგას ქვეყანაში, სიტყვებსაც რომ ვერ იპოვი სანუგეშოს” – სალომე ღვინიაშვილი

0
362

მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი რაჭაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

„უმძიმესი დღეები დგას ქვეყანაში. სიტყვებსაც რომ ვერ იპოვი სანუგეშოს. ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა შოვში.

მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეებში დაუღალავად მუშაობენ სტიქიის ზონაში იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს სიცოცხლეს მიუსწრონ – უსაზღვროდ დიდი მადლობა. გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ ერთმანეთს, სამყაროს. მხოლოდ სიყვარულით თუ შევამსუბუქებთ ტკივილს“. – წერს სალომე.

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here