„სტერეოტიპია, რომ ქალმა თუ რამეს მიაღწია, ეს აუცილებლად კაცების, ან სხვა ორგანოების დახმარებით უნდა მოხდეს“ – ციცინო შურღაია

0
335

გადაცემაში „პრაიმშოუ“, რომლის მორიგი ეთერი დაეთმო ქალებს და იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, პლასტიკურმა ქირურგმა, ციცინო შურღაიამ პირად გამოცდილებაზე ისაუბრა.

„მე თვითონ ვიყავი სტერეოტიპის მსხვერპლი, როდესაც ამ ქვეყნიდან წავედი და ვცხოვრობდი სხვა ქვეყანაში. ამ გადაცემაში მოყოლილი ისტორიებიდან ცოტა განსხვავებულია..

იყო ასეთი სტერეოტიპი, რომ საქართველოდან ჩამოსული ქალი ვერანაირ დისერტაცია ვერ დაწერს, საკმაოდ, პატარა ასაკში დავწერე სადოქტორო ნაშრომი, ჩემი ოპონენტი იყო ვიქტორ სალამანოვიჩ კრილოვი იყო, ნინო კუზანოვამ იცის ვისზეც ვლაპარაკობ.
მან პირდაპირ მითხრა – აბა, მითხარი, ვინ დაწერა შენი დისერტაცია?

საქართველოდან ჩამოსული ქალები დისერტაციას არ წერენო, მით უმეტეს, პატარა ბავშვი თუ გყავს, გამორიცხულია შენ დაგეწერაო.. არადა, ნამდვილად ჩემი დაწერილი იყო.

სტერეოტიპია, რომ ქალმა თუ რამეს მიაღწია, აუცილებლად კაცების ან სხვა ორგანოების დახმარებით უნდა მოხდეს ეს. ჩემ შემთხვევაში ეგ ნამდვილად არ ყოფილა. როგორი სტერეოტიპის ქალები მოდიან ჩემთან? ვინც ჩემთან პლასტიკურ ქირურგიაზე მოდის, ყველას სურს 10 წლით უკან დაბრუნება..“ – ამბობს ციცინო შურღაია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here