სოფო ბათილაშვილი ვეგანი გახდა – „7 წელია ვეგეტარიანელი ვარ“

0
284

მომღერალი სოფო ბათილაშვილი ვეგანი გახდა. ამის შესახებ სოფომ სოციალურ ქსელში აღნიშნა.

მისი თქმით, 7 წელი ვეგეტარიანელი იყო და ახლა უკვე ვეგანი გახდა.

„7 წელია ვეგეტარიანელი ვარ დააა ახლა უკვე ვეგანი, ათვლა დაიწყო.

პერიოდულად სულ მაწუხებდა და მეფიქრებოდა და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება. მაფერხებდა ყველის, ნაყინების, ტორტებისა და ყველაფერი ცხოველურის სიყვარული და აღქმა, რომ ფინანსურად უფრო მეტი დამჭირდებოდა სრულფასოვანი ვეგანური კვებისთვის, მარა კარგად დარისერჩება გამოდგა არასწორი ეჭვების და ინფორმაციების გამაქარწყლებელი. ყველის სიყვარულს კიდე ეშველება.

ვინც მაგ ფიქრებში ხართ, მიიღეთ ეს პოსტი როგორც ნიშანი. წარმატებები“. – წერს სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here