2026 წლის 18 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ სამეჯლისო დარბაზში, თბილისი მეორედ უმასპინძლებს პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს (Open World Pro-Am Dance Festival), სადაც ადგილობრივი და უცხოელი საუკეთესო მოცეკვავეები იასპარეზებენ „საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის“ (Dance Queen Trophy Georgia) მოსაპოვებლად.
ჟიურიში მოწვეულნი არიან საერთაშორისო კატეგორიის წამყვანი მსაჯები. ფესტივალს „შერატონ გრანდ მეტეხი თბილისი პალასში“ გამართული გალა-საღამო დააგვირგვინებს. გამარჯვებული ფინალისტების გამოვლენის შემდეგ, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ტურნირში გამარჯვებული წყვილები და ლათინურ-ამერიკული და სამეჯლისო ცეკვების საჩვენებელი პროგრამით:„Exhebition“ცეკვის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვიქტორ და სილვა (Victor Da Silva) ბლექპულის ცეკვის ფესტივალის, WDC-ის ევროპის პროფესიონალთა შოუ-ცეკვისა და WDC-ის მსოფლიო პროფესიონალთა შოუ-ცეკვის ჩემპიონ ეკატერინა კრისანოვასთან (Ekaterina Krysanova) ერთად, ასევე 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი ჯოანა ლუნისი (Joanna Leunnis) და 6-გზის მსოფლიო ჩემპიონები ელდარ და ანა ჯაფაროვები (Eldar and Anna Dzjafarov).
პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალთან “საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასი” დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ლიზი მორი – ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, ჯოანა ლეონისი – საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ცხრა გზის მსოფლიო ჩემპიონი, ეკატერინე არჩაია – საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვების ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ანი ლაღიძე – ფესტივალის დირექტორი, ლაშა შეროზია – რეჟისორი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტრო, “შემოქმედებითი საქართველო“, ისრაელის საელჩო,იტალიის საელჩო და კერძო კომპანიები.




