მსახიობ და ტელეწამყვან რუსკა ქარქაშაძისა და ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძის ქორწილი ერთი თვის წინ გაიმართა. ახალდაქორწინებულებნა თაფლობისთვის გასატარებლად ბრაზილია და არგენტინა აირჩიეს.
რუსკა ქარქაშაძეს ჟურნალი „სარკე“ ესაუბრა.
„ბრაზილიაზე და არგენტინაზე უფრო სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, ვიდრე რეალობა აღმოჩნდა. ბრაზილიაში მაინც იგრძნობა, რომ ხალხს მატერიალურად უჭირს. მაღალია კრიმინალური ფონი.
ჩვენ მუდმივად ყურადღებით და მობილიზებულები ვიყავით. ერთხელ ერთ-ერთ ქუჩაზე ვიდექით. გვერდით ასევე უცხოელი მამაკაცი იდგა. როგორც კი გზა გადავკვეთეთ და უკან მოვიხედეთ, ამ მამაკაცს თავს დაესხნენ და გაძარცვეს. წაართვეს ძვირფასეულობა და მობილური.. ერთი წუთით ავცდით ამ საშინელებას. მას შემდეგ უფრო ფრთხილად ვიყავით“. – ამბობს რუსკა „სარკესთან“ საუბარში.