პლასტიკურმა ქირურგმა, ციცინო შურღაიამ გადაცემაში „ნოესთან“ პირად ცხოვრებასა და მისგან მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, არსებობს მოგონებები, რომელიც მუდამ ახსოვს ადამიანს და ღრმა კვალს ტოვებს.
„როდესაც ცხოვრობ ადამიანთან, რომელიც სიკვდილით გემუქრება – ეს ჩემთვის დიდი ტრავმაა… მართალია წარსულში მოხდა, თუმცა მაინც გახსოვს და ღამე გესიზმრება რომ გახრჩობენ. როდესაც კვალი ძალიან ღრმა არის, ალბათ არასდროს არ მორჩება”, – ამბობს ციცინო შურღაია.