„როგორ მიყვარხარ! როგორ მენატრები და როგორ მჭირდები, გიო“ – გიო ხუციშვილის მეუღლის ემოციური მილოცვა

23 თებერვალს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა. მისი მეუღლე, მაია ჯორჯაძე აქვეყნებს ვიდეოს არქივიდან და წერს:

„როგორ მიყვარხარ! როგორ მენატრები და როგორ მჭირდები, გიო, გილოცავ!..“

მეგობარსა და კოლეგას დღეს შოუბიზნესის წევრები იხსენებენ.

მომღერალს 62 წელი შეუსრულდებოდა.

ცნობისთვის, გიო ხუციშვილი რამდენიმე წლის წინ მძიმე სენით გარდაიცვალა.

Scroll to Top