როგორი ურთიერთობა აქვს ნეკა დოროყაშვილს ყოფილ მეუღლესთან და ახალი სიმღერა პროვოკაციული სახელწოდებით: „მე და ნიკა ერთმანეთის სიყვარულს ვერ მოვუფრთხილდით… “

ჯანეტ ქერდიყოშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მოდელი, ინფლუენსერი და მომღერალი ნეკა დოროყაშვილი, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მსმენელს თავისი რიგით პირველი სიმღერა წარუდგინა.

ნეკაშენი ყველა ქმედება სოციალურ სივრცეში განხილვის საგანია, ამან ხომ არ დაგღალა?

იცით, მე მაქვს სკანდალური ქალის იმიჯი, არა, არ დავიღალე ამ ყველაფრით, მომწონს. მე მომწონს, როცა ვარ ის, ვინც ვარ. საზოგადოებამ გამიცნო, საზოგადოებამ გამრიყა. იცით, როგორ ვგრძნობდი თავს, აი, მარიტას რომ ტალახს ესვრიან. ასე ვიყავი დიდი ხანი, ძალიან მწარე რეალობამ მასწავლა დიდი გამარჯვება, როცა შენს თავთან გამარჯვებული ხარ…

რით გაუმკლავდი ამ ყველაფერს?

ჩემი შვილით, ჩემი ოჯახით, იმ დროს გავაცნობიერე, რამდენი ადამიანი მყავდა ირგვლივ, დიდი ნათესაობა, თუმცა გვერდში მხოლოდ ოჯახი დამიდგა. ძალიან ბევრი ადამიანი გადავაფასე, თუმცა წყენა გულში არ დამიტოვებია. ოჯახის გარდა, იყო რამდენიმე მეგობარი, ვინც გვერდში მედგა. ეს რთული პერიოდი გაგრძელდა ორი წელი, ორი წელი – ჯოჯოხეთში. ერთ მშვენიერ დღეს სარკეში თმაგაწეწილ საკუთარ თავს მოვკარი თვალი. თვალი თვალში გავუყარე, მაშინ მივხვდი, რომ დავიწყე საკუთარი თავის გაცნობა. მივხვდი, რომ საკუთარი თავი ყველანაირი უნდა მიიღო. ჩვენ იმდენად პატარები ვიყავით, ნიკა იმდენად პატარა იყო, რომ ვერ მოვუფრთხილდით ერთმანეთის სიყვარულს, ვერ დავიცავით ერთმანეთი. დღევანდელი გადმოსახედიდან, სასამართლომდე არ მივიყვანდი ამ ყველაფერს, თუმცა არ ვნანობ, რადგან სასამართლომ მაჩუქა სცენა, რომელიც მე ავაშენე და ახლა ვიწყებ, მე სიმღერამ გადამარჩინა…

გადაცემა სრულად იხილეთ „ფორტუნა პლუსზე“

Scroll to Top