ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილის, იტალიელი დირიჟორის, კარლო პონტის მეუღლე, მარიამ შარმანაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს.
კითხვას: „რატომ არ ხართ ქმართან ერთად?“
მარიამი პასუხობს:
„ასეთი მესიჯები საკმაოდ ხშირია. ადამიანებს უკვირთ, თუ რატომ არის კარლო სხვა ქვეყანაში და მე აქ. გამომდინარე იქიდან, რომ კარლოს პროფესია მოითხოვს ხშირად, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას, ეს იქნება გარდაუვალი და ხანდახან მოგვიწევს ცალ-ცალკე ყოფნა. ამ აზრს შეგუებული ვართ მეც და კარლოც. ძალიან კარგად გამოგვდის ამ ეტაპზე, ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრება. შესაძლოა ითქვას, რომ ხანდახან წყვილების ცალ-ცალკე ყოფნა საინტერესოს ხდის ურთიერთობას, რადგან მონატრება უფრო მეტია და დიდხანს გრძელდება აღფრთოვანების მომენტი“, – აცხადებს მარიამ შარმანაშვილი.




