რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ და მისი დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს leader of the Year მფლობელი გახდა

0
183

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მე-17 ცერემონიაზე, რომელიც დღეს, 17 დეკემბერს სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა, რადიო ჰოლდინგს „ფორტუნა“ და მის დამფუძნებელს, გენერალურ დირექტორ თამარ ჩიგოგიძეს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო leader of the Year გადასცეს.

„ჩვენი ჰოლდინგის სახელით, მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ. ჩვენთვის დიდი პატივია ეს ჯილდო. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ვგრძნობთ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი საზოგადოების მხრიდან, ეს წარმატება კი ჩვენი კომპანიის თითოეული წევრის დამსხურებაა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის.

ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით და ვულოცავ სრულიად საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ვიმედოვნებ, რომ ეს მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობის და წარმატების საწინდარი“, – განაცხადა თამარ ჩიგოგიძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოება, რომელიც ტარდება საქართველოში.

დღევანდელ ცერემონიაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო leader of the Year 48 ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა ფინანსურ- ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით.

მათ შორის იყვნენ: „ნიკორა თრეიდი“, „სამრაან სპა“, „მემო გრუპი“, „სამერი ჯგუფი“, „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“, „ჯინო პარკი“, კომპანია „ნეო-ნეო“, კომპანია „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, „რონიკო“, „დეგუსტო“, „ქვევრი“, კომპანია „ივერონი“, კომპანია „არსი“ და ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here