30 ივნისს კლუბ „სფეროში“ ნუცა ბუზალაძის კონცერტი აღარ გაიმართება.
ამის შესახებ განცხადებას კლუბი ავრცელებს.
„მოგესალმებით! როგორც ცნობილია 30 ივნისს კლუბ „სფერო“-ში დაგეგმილი იყო გრანდიოზული გახსნითი ღონისძიება, სადაც სოლო კონცერტს გამართავდა ნუცა ბუზალაძე ბენდ ნიუტონთან ერთად.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კლუბი “სფერო”-ს ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გაცნობოთ ჩვენი და ნუცა ბუზალაძის ერთობლივი გადაწყვეტილება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი.
❗️ 30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ამ ეტაპზე გაუქმებულია.
ნუცა მკაფიოდ აფიქსირებს რუსეთის მიმართ თავის პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია! სწორედ ამიტომ რუსეთიდან მიღებულ საკონცერტო შემოთავაზებებზე დიდი ხანია უარს ამბობს.
უახლოეს დღეებში ნუცას დაგეგმილი აქვს ამერიკული ტურნე, რომლის შესახებ დეტალებს მსმენელისთვის სიურპრიზად ტოვებს.
კლუბი “სფერო“ წარმატებებს უსურვებს მას. ნუცა მზად არის უახლოეს თვეებში “სფერო“-ში გამართოს სოლო კონცერტი.
შეგახსენებთ, “სფერო”-ს გახსნითი ღონისძიება დაგეგმილია 𝟭 ივლისს, აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია, როგორც 𝗙𝗮𝗰𝗲𝗯𝗼𝗼𝗸 ასევე 𝗜𝗻𝘀𝘁𝗮𝗴𝗿𝗮𝗺 გვერდებზე. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ 𝐓𝐤𝐭.𝐠𝐞-ზე