ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ნანი ბრეგვაძეს 90 წელი შეუსრულდა. 21 ივლისი მისი დაბადების დღეა. ნანის განსაკუთრებულად ულოცავენ მისი კოლეგები და მეგობრები. მათ შორისაა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც წერს:
„ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ისტორიული და ყველაზე მაგარი მომღერალი ნანი ბრეგვაძე დღეს გახდა 90 წლის!!! უსაზღვროდ ბედნიერი ვარ მასთან სიახლოვე და მეგობრობა რომ მხვდა წილად! ძვირფასია ჩემთვის მისი საოცრად თანამედროვე ხედვა, მისი გემოვნება, სისადავე… გენიალურია ყველა გაგებით, მარტო ის რად ღირს, რომ რეზო ლაღიძე, არჩილ კერესელიზე, გია ყანჩელი, გოგი ცაბაძე, გურამ ბზვანელი, ვაჟა აზარაშვილი, ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, პეტრე გრუზინსკი, მორის ფოცხიშვილი და ყველა ჩვენი დიდი ავტორები უშუალოდ მისთვის წერდნენ უნიკალურ “სტანდარტებს”… დიდი პიროვნების იუბილეა დღეს, ადამიანის, ვინც ახალ წელს ახალგაზრდებთან მივიდა რუსთაველზე თანადგომისა და თანაგრძნობის გამოსახატავად! ადამიანის, ვინც შექმნა ქართული სიმღერის და რომანსის შესრულების მიუწვდომელი თამასა! მოდით, ვუსურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და ბევრი სიკეთე, რასაც ის იმსახურებს მუსიკის წინაშე შეუდარებელი დამსახურების გამო!!!“




