„მისი სული სამ­ყა­როს შე­მოქ­მედ­მა ჩა­ი­ბა­რა“ – რას წერენ კოლეგები და მეგობრები კაკული გურიელაშვილის გარდაცვალებაზე

0
340

59 წლის ასაკ­ში, მომ­ღე­რა­ლი კა­კუ­ლი გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ა სამწუხარო ამბის შესახებ მომღერლის ვაჟმა, მი­შელ გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლმა გაავრცელა.

„დიდი მწუ­ხა­რე­ბით ვწერ, რომ მა­მა­ჩე­მის სული სამ­ყა­როს შე­მოქ­მედ­მა ჩა­ი­ბა­რა“… – წერს მომ­ღერ­ლის შვი­ლი.

კაკული გურიელაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ მისი ახლობლები, კოლეგები და მეგობრები:

მომღერალი ზურა ხაჩიძე:

“კაკული გურეილაშვილი ძალიან, ძალიან გვატკინე გული ძმაო! ვიზიარებ საქართველო და ვუსამძიმრებ ოჯახს,მის გარდაცვალებას! ღმერთმა მოიხსენოს შენი სული!ამინ”.

პროდიუსერი ლევან კირვალიძე:

“რა სამწუხაროა, თქვენნაირი ადამიანები რომ გვტოვებენ, ბატონო კაკული – ნამდვილი ლეგენდა და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი” –

“კაკული, უმაგრესი კაცი” – წერს “ფეისბუქზე” პროდიუსერი კახა მამულაშვილი.

„კაკული 💔 ძალიან კეთილი და კარგი კაცი წავიდა… სულ გვეყვარები… შეხვედრამდე“, – წერს ნინი შერმადინი.

„ნაღდი“ იყო კაკული. გულიანი, იუმორიანი და როგორი მადლიანხმიანი. ძალიან მეწყინა“, – წერს თიკა ფაცაცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here