„მადლობას გიხდით, რომ ჩემს ევროვიზიაზე წარდგენას განიხილავთ, ეს ჩემთვის დიდი პატივია“ – აღნიშნულის შესახებ მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ევროვიზიაზე“ გასასვლელად რესურსი და მზადყოფნა არ აქვს.
„ბევრი შეტყობინება მომდის, რასაც ძალიან ვაფასებ და მადლობას გიხდით, რომ ჩემს ევროვიზიაზე წარდგენას განიხილავთ – ეს ჩემთვის დიდი პატივია.
თუმცა, ამ ეტაპზე რესურსი არ მაქვს და არც მზადყოფნა, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდე.
პირობას გაძლევთ, მომავალ წელს ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველო წარვადგინო და ვიმედოვნებ, რომ შანსი მომეცემა და შევძლებ, ვიყო თქვენი ხმა.
ამჯერად კი, მთელი გულით მინდა, რომ საქართველო ნინი აირისმა წარადგინოს – მჯერა, რომ მას შეუძლია ღირსეული და გამორჩეული გამოსვლა“, – წერს ბარბარა სამხარაძე.