მზად ხარ დაამარცხო გრავიტაცია? – Black Sea Arena ახალ საიმიჯო ვიდეოს აქვეყნებს

0
48

რამოდენიმე წუთის წინ Black Sea Arena-მ სოციალურ სივრცეში ახალი საიმიჯო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც „Starring Georgia“ 2024 წლის სეზონის დასაწყისზე მიანიშნებს. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ამარცხებს ყველაფერი ჩვენს გარშემო გრავიტაციას და თანავარსკვლავედის მიმართულებით მიემართება.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, “Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – „Starring Georgia“ – ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: Bruno Mars, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.

როგრც ჩანს არც ეს  წელი შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ლოკაციით და წინ გალაქტიკური ოდისეა გველის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here