„მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ“ – ბუბა კიკაბიძეს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა

0
268

ქართველი კინომსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მას დღეს.19 ივლისს 85 წელი შეუსრულდებოდა. 

ბუბას ემოციურ პოსტს უძღვნის, პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის ვაჟი, რატი აბზიანიძე. 

“გილოცავ ბუბა! 85  შენს ლამაზ, სპეტაკ, სუფთასა და თავმდაბალ სულს გაუმარჯოს.
ვიცი ბევრს აკლიხარ, არ ვიქნები თავხედი თუ ვიტყვი, რომ მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს! ჩემთვის ნათლიაც, ბაბუაც, მშობელიც და უბრალოდ ძმაკაციც იყავი.

ჩემი ცხოვრება ღმერთისგან თუ რამით დაჯილდოვებული იყო, ეს ჯილდო შენ იყავი. შენ მასწავლე სამშობლოს, მშობლის, მეგობრობისა და საერთოდ ადამიანის სიყვარული. ერთი იოტისოდენა წყენაც კი არ მახსოვს შენგან.

მთელი ცხოვრება სტიმულს მაძლევდი და ყველაზე რთულ დროსაც კი მამხნევებდი, პატარაობიდან დიდ კაცად მაქცევდი და ნდობას მიცხადებდი, გულსაც გადამიშლიდი ხოლმე და საიდუმლოსაც გამანდობდი. მიყვარახარ და კიდევ ერთხელ გაგიმარჯოს იქ, სადაც შენისთანა მართალნი განისვენებენ ხოლმე! შენი რატი”,- წერს რატი აბზიანიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here