„მე ვთქვი, კი“ – რა ფოტოს აქვეყნებს ცისანა სეფიაშვილი

0
701

„როდესაც მე ვთქვი, კი“. – ამ წარწერით აქვეყნებს მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ფოტოს, სადაც მას ბეჭედი უკეთია.

შეგახსენებთ, ცისანა სეფიაშვილი ამბობდა, რომ 50 წლის ხდებოდა და მის თვალებს ასე არასდროს უციმციმია.

„ჩემი თვალები არ ვიცი, როგორ ციმციმებენ, მაგრამ პირველად ციმციმებენ ცხოვრებაში ასე. ამ ინტრიგით დავასრულოთ ინტერვიუ (იღიმის).  მე ვარ ყველაზე ბედნიერი დღეს და რაღაცნაირად ცხოვრება გადავაფასე, პრიორიტეტებიც და მივხვდი, რა არის მთავარი ურთიერთობებში – ეს არის ნდობა, ურთიერთპატივისცემა, დიდი სიყვარული და ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც აუცილებელია სიყვარულისთვის, ეს არის მეგობრობაც… ცისანას თვალებს ასე არასდროს უციმციმია“… – ამბობდა ცისანა სეფიაშვილი „ფორტუნასთვის“ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში.

8 ნოემბერს მომღერალი იუბილარი იყო. მას 50 წელი შეუსრულდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here