24.8 C
Tbilisi
Friday, September 16, 2022

„მე ბიჭი მინდოდა, დედას და ანეტას გოგო.. სიხარულისგან ცოტათი ცუდად გავხდი“ – რატომ მალავდა ნატო გელაშვილის რძალი ორსულობას

„ჩემო მაგარო ადამიანებო დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას თბილი სიტყვებისა და ემოციებისთვის.

ყველაზე დიდი საჩუქარი უფალმა გამიკეთა, მაჩუქა წოდება მამის და პატარა ბიჭი, რომელმაც ჩემი ძმის სახელი უნდა ატაროს – პატარა ლუკა ჭოხონელიძე გვეყოლება მე და ანეს“, – ეს ემოციური პოსტი კომპოზიტორ ნატო გელაშვილის ვაჟმა, გიორგი ჭოხონელიძემ საკუთარი დაბადების დღიდან ორ დღეში განათავსა სოციალურ ქსელში და მეგობრებს, ახლობლებს შვილის მოლოდინით გამოწვეული სიხარული გაუზიარა.

ჟურნალი „სარკე“ გიორგი ჭოხონელიძესა და ანეტა ნიკურაძეს ესაუბრა. ინტერვიუში გიორგი ამბობს, რომ ემოციების დიდად გამოხატვა არ სჩვევია, მაგრამ მეუღლის ორსულობის ამბავი რომ გაიგო, ცუდად გახდა. ასევე განმარტავს, რომ ბიჭი იმიტომ არ უნდოდა, რომ ის გვარის გამგრძელებლად მიიჩნევა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„არ მჩვევია ემოციების დიდად გამოხატვა, მაგრამ რაც შეეხება ორსულობას და ბავშვს, ამის გაგებაზე თავი ვერ შევიკავე. ცრემლები მომეძალა, სიხარულისგან ცოტათი ცუდად გავხდი. მე ბიჭისგან ვიხრებოდი, ანეტას უფრო გოგო უნდოდა. მერე დავპატიჟეთ ოჯახის წევრები მეგობრები და საზეიმოდ გავიგეთ სქესი. როგორც დავწერე, ვარქმევ ლუკას, მეორე ლიკა ჭოხონელიძე გვეყოლება.

უბრალოდ ვიცი, როგორ უნდა გავზარდო ბიჭი. თავად გავიარე ყველა ეტაპი. გარკვეული მაქვს რა არის კარგი და რა არის რთული. ამიტომ ჩემი აზრით, ბიჭს უკეთესად გავზრდი. დედას კი გოგო უნდოდა, რადგან უკეთ იცის გოგოს თემები. ისე კი პირიქით ამბობენ, გოგო მამის არის და ბიჭი -დედისო. მშობლისთვის ორივე დიდი ბედნიერებაა. კიდევ იმიტომ მინდოდა ბიჭი, რომ ლუკა ჭოხონელიძე მყოლოდა“. – ამბობს გიორგი.

ვრცლად…

Latest Posts

ბოლო სიახლეები