მეგობრებო! დიდი ხანია, არაფერი დამიწერია, რადგან ძალიან მძიმედ ვიყავი ავად – ანიტა რაჭველიშვილი

0
556

ცნობილი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ მას ძალიან მძიმე რამდენიმე წელიწადი ჰქონდა.

მომღერალი წერს, რომ ის მძიმედ იყო ავად.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო! დიდი ხანია, არაფერი დამიწერია, რადგან ძალიან მძიმედ ვიყავი ავად და ურთულესი რამდენიმე წელიწადი მქონდა. ჩემი ჯანმრთელობა უარესდებოდა და ვცდილობდი, დავრჩენილიყავი ძლიერი ჩემი ოჯახისთვის, ჩემი პატარა ანგელოზისთვის, ოპერისა და იმ სიყვარულისთვის, რაც იმისთვის მაქვს, რასაც ვაკეთებ. ივნისის ბოლოს გაჩერებამ მომიწია, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. საუკეთესო ექიმების გუნდის ზედამხედველობით გავდივარ მკურნალობას და ძალიან მალე დავუბრუნდები სცენას!..“

ანიტა რაჭველიშვილი უხდის მადლობას ოჯახს, მეუღლეს, მეგობრებს თანადგომისთვის.

მომღერალი ამბობს, რომ დადგება დრო და უფრო ვრცლად მოჰყვება თავისი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here