რეზი ქირია, რომელიც საზოგადოებამ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო, სულ უფრო პოპულაური ხდება. მისი სახალისო ლექსებსსულ უფრო მეტი მაყურებელი უსმენს.
რეზი ქირია, იგივე რეზი ქვრეიზი „პრაიმ ჰაუსის“ კითხვებს პასუხობს.
– ჩემთვის თავისუფლებაა, როცა ადამიანები რასაც უნდათ, როგორც უნდათ ისე აკეთებენ ყველაფერს. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.
– ტრადიცია, რომელსაც ქართული რეალობიდან გააქრობდი…
– ტრადიციული ადამიანი ვარ, მომწონს ქართული ტრადიციები, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღცები ცოტა გადაზედმეტებულია.
– გაქვს თუ არა აკვიატებული ცრურწმენა?
– მგონია, რომ ყველა ჯადოს მიკეთებს. ასეთი ბევრი შემთხვევა მქონია. უჩუქებიათ ნივთები, რომლებიც ან დამტვრეულა, ან გაშავებულა და რაღაცნაირად, შემშინებია.