მარიამ გაფრინდაშვილი პირველ შვილს ელოდება – ვინ არის ჟურნალისტის რჩეული

მარიამ გაფრინდაშვილი

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მალე დედა გახდება.

აღნიშნულის შესახებ მან გადაცემაში „პირველი სტუდია“ სტუმრობისას ისაუბრა.

მარიამის თქმით, „ნოდარ მელაძის „რეპრესიების“ მიუხედავად, პირადი ცხოვრებისთვის დრო გამონახა.

„ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია.

ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის.

პროფესიაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია… არ ვაპირებ თავი მოვანატრო მაყურებელს და „ქართულ ოცნებას“. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულია. სწორედ ეს გაკეთებინებს ყველაფერს. მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში.

ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ახლა მოლოდინია, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით“, – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსმა ნიკო მიქაიამ მცირე ხნის წინ მარიამ გაფრინდაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მასთან რომანი საჯარო გახადა.

„მარტო ის მინდა, ბედნიერი იყო, დანარჩენს მე გავაკეთებ ყველაფერს, ვეცდები ყოველ შემთხვევაში. იუბილარ მარიამს გაუმარჯოს…“

Scroll to Top