მანანა გეგიძის ამერიკული წარმატება

მანანა გეგიძე

ბავშობაში სიზმრებს ვხატავდი თუმცა ახლაც სიზმარს ვხატავ, არც ერთი ნახატი არ ჰგავს ერთმანეთს,მაქვს ჩემი საყვარელი ფერები ‘ხშირად ვიყენებ იასამნისფერს. ჩემი ემოცია გადამაქვს ტილოზე და ამას გრძნობს მნახველი.

თქვენ სპონტანურად შემოხვედით სამხატვრო სივრცეში და ნამდვილი გარღვევა გააკეთეთ, როგორ ახსნით ამას?

ამაზე არც მიფიქრია, როცა დიდი პაუზის მერე ფუნჯი ხელში ავიღე, უწყინარი ბროწეულები დავხატე და ცოტა ხანში გადავშალე ნახევრადმშრალი ტილოთი „ასე უფრო მომეწონა“ ასე დაუწყო, მერე იყო ცნობილ მხატვართან, დავით გუასთან სახელოსნოში სტუმრობა, დათო შემპირდა, რომ ამ გზაზე ჩემს გვერდით იქნებოდა და სიტყვა შეასრულა.

პირველი პერსონალური გამოფენა როდის გქონდათ?

-პირველი გამოფენა ჩემს საყვარელ ქალაქში, ბათუმში გაიმართა, ხელოვნების მუზეუმის გალერეამ უმასპინძლა,სწირედ ამ ქალაქში დაიბადა ჩემი პირველი ნახატები. მადლიერი ვარ ქალბატონ თეო ზოიძის, ინგა გოგიბარიძის, ზურა კოჩალიძის, რატი ჩიბურდანიძის. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის. მერე იყო თბილისი, მეორე პერსონალური გამოფენა ფოლკლორის ცენტრში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მხატვრათა კავშირის წევრობა. ასევე არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა.

– როგორც ვიცი, თქვენი ნამუშევარი მოსაუბრე სახლები რომშიც გამოიფინა

-დიახ. რომში თავისუფალი ხელოვნების სივრცის ეგიდით გამოფენილი იყო ჩემი „მოსაუბრე სახლები“ ამ გამოფენაზე მიქელანჯელოს დიპლომი გადმომეცა.

რა არის საჭირო იმისთვის რომ ნახატი დაიბადოს?

– რა თქმა უნდა, შთაგონება, მუზა და სახატავი პირობები, მე მუსიკის ფონზე უფრო აღმაფრენით ვხატავ, ხშირად ლაშა ღლონტის სიმღერების ფონზე.ზოგჯერ ვივალდია ჩემი მეგზური ,ზოგჯერ შოპენი.

და ახლა ყველაზე მთავარი, ამერიკული წარნატებები, რომელიც კონკურსის წესით შერჩეულ ნახატებს ეხება

-დიახ ამერიკული ოცნება მეც ამიხდა, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში 30-მდე ნახატი შევქმენი, იქ იმ შთაგონებით ვხატავდი, რასაც ამ ქვეყანაში განვიცდიდი. მოვიარეთ ოთხი შტატი, ჩვენმა ოჯახმა ასეთი საოცარი საჩუქარი გაგვიკეთა წარვადგინეთ ნახატები კონკურსზე ,სამმა ნამუშევარმა გამოფენის საგზური მიიღო. 21 აგვისტოს Alfaretta art center გაიხსნა საზეიმოდ . ექსპოზიცია 17 ოქტომბრამდე იქნება წარმოდგენილი. დღეს კი გახდა ცნობილი კიდევ ერთმა ჩემმა ნამუშევარმა გაიმარჯვა და 27 სექტემბერს გამოიფინება ჯონსკიკის არტ ცენტრში.

როგორც ვიცით ახლა მუშაობთ ციკლზე „ქივესტური მოტივები“

– დიახ ,ის ემოცია რაც იქ მივიღე აუცილებლად აისახება ჩემს ტილოებზე ,ოთხი ნახატი უკვე შეიქმნა, იანვარში თბილისში იგეგმება ამ ნახატების გამოფენა ,რომელიც ამერიკული ემოციებით იქნება გაჯერებული.დავით გუა -აი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა იარო წინ რომ მიზანს მიაღწიო,მანანამ სასწაული ამბების მომსწრე გაგვხადა, საერთაშორისო აღირება ეს უკვე სერიოზული განაცხადია. მას აქვს მისი ტექნიკა, მისი ფერი, მისი ხელწერა. თვალს და ხელშუა ჩამოყალიბდა როგორც მხატვარი და აღიარებაც მოიპოვა,ვულოცავ მას ამ გამარჯვებას. -ნენსი ჯეკსონ მერფი ,- Arts Alfaretta პრეზიდენტი ამერიკაში ერთ ერთ პრესტიჟულ გალერეაში კონკურსის წესით მანანა გეგიძის სამი ნამუშევარი გამოიფინა რომელიც 21 აგვისტოს გაიხსნა და 17 ოქტომბრამდე გასტანს. ასევე კიდევ ერთი ახალი შეტყობინება მივიღე ,ამერიკიდან -უზომოდ ბედნიერი ვარ. 🎨 „Beyond Borders II: Global Voices“ — მიღების ოფიციალური შეტყობინება

ძვირფასო მანანა,

გილოცავთ!
ხელოვნების ცენტრის სახელით მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ თქვენი ნამუშევარი „The Hidden Self“ („დამალული მე“) შეირჩა და მიღებულია გამოფენაზე „Beyond Borders II: Global Voices“ („საზღვრებს მიღმა II: გლობალური ხმები“).

ჩვენი გუნდი განსაკუთრებულად აღაფრთოვანა წლევანდელ ნამუშევრებში წარმოდგენილმა მაღალმა ხარისხმა, ნარატივის სიღრმემ და მრავალფეროვანმა ხედვებმა. თქვენი ნამუშევარი გამორჩეული აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გამოფენის თემატიკაში. ჩვენთვის დიდი პატივია მისი წარმოდგენა. გვჯერა, რომ თქვენი ნამუშევარი გამოფენის სტუმრებს მნიშვნელოვანი და საინტერესო ფიქრისა და საუბრისკენ უბიძგებს.

გამოფენასთან ერთად, 22–25 სექტემბერს გაიმართება Global Art Week, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება პრაქტიკული ვორქშოფები და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ტექნიკებს. მანანას ნახატებს აქვს სული,ემოცია ,სათქმელი ფერებით, მიმიკებით ფიგურებით,ჩვენს წინაშეა უნიჭიერესი არტისტი რომლის ნახატებითაც უკვე დაინტერესდნენ. როგორც ვიცი საქართველოშიც გქონდათ გამოფენა პარალერულად ამერიკისა- დიახ ,ჩემი ტოლოები წარმოდგენილი იყო ლიანა ისაკაძის ფესტივალის “ღამის სერენადების “ფარგლებში ,ეს ჩემთვის დიდი პატივია.სამომავლო გეგმები როგორი გაქვთ?-ხატვა ჩემთვის გახდა ყიველდღიურობა იწყება ემიციური მონასმით და იბადება ფიქრი ,სიზმარი,მოგონება ,მადლობა უფალს ამ ნიჭით რომ დამაჯილდოვა.მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ გზაზე მხარს მიჭერს და მოტივაციას მაძლევს .. და ბოლოს არსადროს არ არის გვიან ! ირწმუნეთ და ყველაფერი გამოგივათ!

Scroll to Top