„მამაკაცი, რომელმაც თქვა რომ ჩემზე იქორწინებდა, იმავე დღეს გარდაიცვალა“ – თაკო აბაშიძე

0
220

„სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი მსახიობი თაკო აბაშიძე იყო.

კითხვაზე, მამაკაცი, რომელმაც თქვა, რომ მასზე იქორწინებდა, იმ დღეს გარდაიცვალა, თაკო პასუხობს:

„ეს ადამიანი იყო გიორგი მჭედლიშვილი, ჩემი ბავშვობის მეგობარი. მე ქალა – ბიჭა ვიყავი. ძმაკაცები მყავდა. ის ჩემი ისეთი ძმაკაცი იყო, რომ ჩემზე ყველაფერი იცოდა. თუკი ვინმეს მოვწონდი, ან თუკი ვინმე მომწონდა. 17-18 წლის ასაკში აღმოჩნდა, რომ ჩემ მეგობარ გიორგის შევუყვარდი. ოღონდ ამას ვერ მეუბნებოდა. მაგრამ ის ჩემთვის დარჩა ძმაკაცად. ერთ დღეს ჩამსვა მანქანაში და მეუბნება, მე შენ ცოლად მოგიყვანეო. გადავირიე, გმირთა მოედნამდე ვიარეთ დამაბრუნე არ დამაბრუნეს ძახილით და იქ უკვე ცრემლები ჩამომცვივდა. თქვა მოაბრუნეთო. ამ დროს ჩემი პირველი მეუღლეც ჩამოვიდა და ატყდა ამბავი.. მე რომ გავთხოვდი, გიორგიმ თქვა ასეთი ფრაზა. ძალიან მალე გაშორდება ქმარს და იმ დღეს მე თაკოს მოვიყვან ცოლადო. დაინგრა ოჯახი, მე წამომიყვანეს სახლში და გიორგიმ თქვა, ცოლი მომყავსო და იმ დღეს გიორგი მოკლეს.. რაღაც საქმის გარჩევა იყო. მის სიკვდილში მე არაფერ შუაში ვარ. მთელი ცხოვრება გიორგი მფარველი ანგელოზივით დამყვება“. – იხსენებს თაკო აბაშიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here