„მადლობა, რომ მყავხართ“ – ვინ „წაიღო“ რატი დურგლიშვილის დაბადების დღიდან ძვირფასი საჩუქრები

0
12229
xr:d:DAEzAhmyTZU:308,j:8254396223165990346,t:24040609

რატი დურგლიშვილი 5 აპრილს იუბილარი იყო.

მომღერალმა დაბადების დღე ახლო მეგობრების გარემოცვაში, ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა.

შეიძლება ითქვას, რომ რატის იუბილემ კონცერტივით ჩაიარა.

წვეულებაზე ამღერდა თავად რატი, რა თქმა უნდა, მაკა ზამბახიძე, ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი და სხვები.

ვიდეოებს სოციალურ ქსელში ბლოგერი კოკი ფერარი ფანგანი გვიზიარებს.

მაკა ზამბახიძე ერთ ერთ ვიდეოში ამბობს, რომ ყველა ძვირფასი საჩუქარი მას „მიაქვს“, რადგან სტუმრები მან მიიღო.

რატიმ ყველას მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის. სოციალურ ქსელში მომღერალი წერს:

„ჩემთვის ყურადღება პატივისცემა, სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის და ახლაც მადლიერებას გამოვხატავ ყველა თქვენთაგანის მიმართ. მადლობა უღრმესი ამხელა სითბოსთვის მე თქვენ უზომოდ მიყვარხართ მაძლიერებთ და მაძლევთ იმედს რომ ცხოვრება ულამაზესია. ბედნიერებას გისურვებთ მთელი ცხოვრება. მადლობა, რომ მყავხართ კეთილი საყვარელი ადამიანები, ვისაც სიყვარულის შექმნა შეგიძლიათ, ეს უმთავრესია.“. – წერს რატი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here