თბილისში დოდო ცინცაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდა

0
6
ფესტივალი
ფესტივალი

ცნობილი ქართველი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ინიცირებით და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” ორგანიზებით „დოდო ცინცაძის სახელობის საერთაშორისო
ფესტივალი“დაფუძნდა.
ფესტივალი 1-4 დეკემბრის ჩათვლით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა
ათწლედის” საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

საფესტივალო პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანია, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა და უფროსი თაობის
წარმატებული მუსიკოს-შემსრულებლები.

  • 1 დეკემბერს 19:30-ზე შედგება ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი
  • 2 დეკემბერს 18:00-ზე ვოკალურ-ინსტრუმენტული საღამო
  • 3 დეკემბერს 19:30-ზე 2024 წლის გაიმართება საქართველოს პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო
    კონკურსების გამარჯვებულების კონცერტი
  • 4 დეკემბერს 19:30-ზე შედგება ფესტივალის დახურვის ცერემონიალი – გალა კონცერტი და „ნიჭიერთა ათწლედის“
    პროფესორ-მასწავლებელთა დაჯილდოვება.

დოდო ცინცაძე გახლდათ „საქართველოს დამსახურებული პედაგოგი“, ღირსების მედლის მფლობელი, „ნიჭიერთა
ათწლედის“ კურსდამთავრებული, ყველასათვის ძვირფასი, საყვარელი, განსაკუთრებული პიროვნება და მუსიკოსი.
ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცოდნა, ენერგია, გამოცდილება და უდიდესი სიყვარული თავდაუზოგავად მოახმარა
სკოლას, რომელიც მისთვის არასდროს ყოფილა მხოლოდ სამსახური, არამედ ეს იყო მისი მეორე სახლი და დიდი ოჯახი.
ქალბატონი დოდო ცინცაძე „ნიჭიერთა ათწლედში“ ნახევარი საუკუნე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. წლების
განმავლობაში არაერთი ვარსკვლავი აღიზარდა მის კლასში, მის მიერ აღზრდილმა მოსწავლეებმა უამრავ პრესტიჟულ
საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე მოიპოვეს ლაურეატის წოდება და ჩვენი ქვეყნის სახელი გაიტანეს
საერთაშორისო სარბიელზე.

სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ქართული კულტურის და ზოგადად
საშემსრულებლო ხელოვნების წინაშე. ქალბატონი დოდოს და მისი თაობის პედაგოგების პროფესიონალიზმის, საქმისადმი
ერთგულების, თავდაუზოგავი შრომის დამსახურეებაა ის ფაქტი, რომ ქართული საფორტეპიანო სკოლა, წლების მანძილზე
უმაღლეს საშემსრულებლო სტანდარტს ინარჩუნებს.


2021 წელს ქალბატონი დოდო ცინცაძე საქართველოს სამუსიკო ხელოვნების აღორძინების საქმეში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის, ღირსების მედლით დაჯილდოვდა. სიმბოლურია და
ძალზე სასიხარულო ის ფაქტი რომ მისი ერთ-ერთი შესანიშნავი აღზრდილის, პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის
ინიცირებით სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში დაფუძნდა მისი სახელობის ფესტივალი.
ერთგულების, თავდაუზოგავი შრომის დამსახურეებაა ის ფაქტი, რომ ქართული საფორტეპიანო სკოლა, წლების მანძილზე უმაღლეს საშემსრულებლო სტანდარტს ინარჩუნებს.


2021 წელს ქალბატონი დოდო ცინცაძე საქართველოს სამუსიკო ხელოვნების აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის, ღირსების მედლით დაჯილდოვდა. სიმბოლურია და ძალზე სასიხარულო ის ფაქტი რომ მისი ერთ-ერთი შესანიშნავი აღზრდილის, პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის ინიცირებით სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში დაფუძნდა მისი სახელობის ფესტივალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here