თათა სიმონიანი, სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი მუსიკალური ვარსკვლავი, 26 ოქტომბერს, თბილისში განსაკუთრებულ მუსიკალურ საღამოს წარმოგიდგენთ

თათა სიმონიანი

26 ოქტომბერს, თბილისში, Armenian Events წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ მუსიკალურ საღამოს, სადაც მთავარ სტუმრად წარსდგება მსოფლიოში აღიარებული მომღერალი თათა სიმონიანი.

ბილეთების ყიდვას Biletebi.ge – ს საიტზე შეძლებთ!

თათა სიმონიანი სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი მუსიკალური ვარსკვლავია, რომლის კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო.

მისი უნიკალური სინთეზით ტრადიციულ მუსიკასა და თანამედროვე ჟანრებს შორის მალევე მოიხიბლა საზოგადოება, როგორც სომხეთში, ისე დიასპორაში. თათამ მოიპოვა პრესტიჟული Armenian Music Awards-ის და World Armenian Music Awards-ის ჯილდოები. ათობით მილიონი გაყიდული ალბომი და კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დასტურია მისი დიდი პოპულარულობისა.

ის არის ნიჭიერი მომღერალი, კომპოზიტორი და აქტიური ქველმოქმედი, რომელიც დღესაც რჩება მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ლიდერად და აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას კონცერტი ჩატარდება თანამედროვე და კომფორტულ საკონცერტო დარბაზში – სპორტის სასახლეში, სადაც შეძლებთ სრულად შეიგრძნოთ მუსიკის სილამაზე და დაუვიწყარი ემოციები.

Scroll to Top