„ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც უნდა ადგე და წამოხვიდე. წამოხვიდე იქიდან, სადაც შენს სიტყვას პატივს არ სცემენ“ – მარიამ შარმანაშვილი

მარიამ შარმანაშვილი

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილის, მაესტრო კარლო პონტის ქართველი მეუღლე, მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს .

„ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც უნდა ადგე და წამოხვიდე. წამოხვიდე იქიდან, სადაც შენს სიტყვას პატივს არ სცემენ. სადაც შენს სიკარგეში ეჭვი ეპარებათ. სადაც უბრალოდ შენი წარმატება და განვითარება აშინებთ.

მტკივნეულია ხოლმე წამოსვლა, მაგრამ უნდა გაბედო და წამოხვიდე. და გახსოვდეს, რომ სამყარო აუცილებლად შეგახვედრებს ადამიანებს, რომელთაც უანგაროდ შეუყვარდები. მიგიღებენ მოლოდინების გარეშე. და გულწრფელად შეძლებენ შენი წარმატების გაზიარებას.

პ.ს. და თუ შენ ამ სიტყვებს კითხულობ და იგივე გზას გადიხარ, გეტყვი, რომ მარტო არ ხარ“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.

Scroll to Top