„ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფიტ­ნეს ინ­სტრუქ­ტო­რი­ და ზუმ­ბას მო­ცეკ­ვა­ვე, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი და სოფი ლო­რე­ნის ვა­ჟი, კარ­ლო პონ­ტი ერთმანეთს დაშორდნენ.

ამის შე­სა­ხებ მა­რი­ა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­ნუ­ზო­მე­ლი ტკი­ვი­ლი­სა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი­ვეს მო­მა­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის მი­ი­ღო.

„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ, მაგრამ რადგან ჩვენს სიყვარულს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. სწორედ ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, გაურკვევლობაში არ გამყოფოთ და დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა.

მიზეზებსა და დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექვს წლიან ურთიერთობაში უბედნიერესი ვიყავი. გარდა ამისა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს, მე და კარლოს გვეხება და საჯაროდ მიზეზების განხილვა არაეთიკურად მიმაჩნია. არ ვარ ადამიანი, რომელიც პირად ურთიერთობაში იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს, მინდა იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შედეგად, სრულიად შეგნებულად გადავდგი.

მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია, მე ეს უნდა გამეკეთებინა ორივეს ბედნიერებისთვის, მე მადლიერი ვარ კარლოსი, მასთან გატარებული ყველა ბედნიერი წუთისა და დღისთვის. ის ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლების შემოქმედი იყო. გულწრფელად ვუსურვებ მას ბედნიერებას და ცხოვრების ბოლომდე მის გულშემატკივრად დავრჩები. ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა ..“- წერს მარიამი.

ცნობისთვის, მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის გრანდიოზული ქორწილიდან ივლისში ერთი წელი შესრულდა.

Scroll to Top