„ზაფხულში ჩამოდის… იმდენად შევუყვარდი, გადაწყვიტა, საქართველოშიც დაიწყოს ბიზნესი“ – ვინ არის კესარია აბრამიძის მდიდარი თაყვანისმცემელი

0
194

კესარია აბრამიძემ სოციალური ქსელის საშუალებით, ცოტა ხნის წინ სიმპატიურ მამაკაცთან ერთად დუბაიში გადაღებული ფოტოები ატვირთა.

გავრცელდა ჭორი, რომ კესო დაინიშნა და მისი რჩეული უმდიდრესი ბიზნესმენია, რომელიც გარდა დუბაისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფლობს ძვირად ღირებულ ვილებსა და სასტუმროებს და საქართველოშიც აპირებს ბიზნესინვესტიციის განხორციელებას. ჟურნალი „თბილისელები“ ამ თემაზე კესარიას ესაუბრა. 

„დუბაიში ერთი კვირით ვიყავი წასული, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დამპატიჟა. ერთად გავემგზავრეთ აქედან. იქ კი მეგობარმა გამაცნო უკარგესი, უმდიდრესი და უსიმპათიურესი არაბი მამაკაცი – ჯორჯი, რომელმაც ზღაპრული დღეები მაჩუქა, თავისი საოცარი მანქანებით, ლომის ბოკვრებითა და საჩუქრებით“. – ჰყვება კესარია.

კითხვაზე, ვინაა სიმპატიური ახალგაზრდა, ვინც მთელი საქართველო აალაპარაკა, კესარია პასუხობს:

„ჯორჯი ძალიან მანებივრებდა საჩუქრებით, ძვირად ღირებულ მაღაზიებში შოპინგებით. ვიყავი სასტუმროში, ღამე რომ ოცდახუთი ათასი ღირს. ხელზე ულამაზესი ოქროს სამაჯური ეკეთა, მომეწონა და ისიც კი მოიხსნა და მაჩუქა. ჩემთვის არაფერი დანანებია, საკმაოდ ბევრი ფული დამახარჯა.

ბიზნესმენია. არა მარტო დუბაიში, მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ზონებსა და ქალაქებში, აქვს ვილები და საკუთარი ფეშენ სასტუმროები. სხვათა შორის, ამბობდა, საქართველოშიც ხომ არ ჩავდო ინვესტიციაო. იმდენად მოვეწონე და შევუყვარდი, გადაწყვიტა, საქართველოშიც დაიწყოს საკუთარი ბიზნესი.

ზაფხულში აპირებს ჩამოსვლას. ეს ადამიანი არც ჩემი საქმროა და არც მასზე დავნიშნულვარ. უბრალოდ, ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელია, გამორჩეული და კარგი, რომელმაც იდეალურად მაჩვენა დუბაი და თავისი ქვეყანა. რომ მწერენ, გათხოვდიო, არ გავთხოვილვარ, ლამაზი ქალი ვარ და მყავს მდიდარი თაყვანისმცემელი დუბაიში. საქართველოში ხომ ყველაზე მნიშნავენ და მათხოვებენ, ვისთანაც ფოტო დავდე?! (იცინის) როგორც აქ მყავს თაყვანისმცემლები, ისე გამიჩნდა დუბაიში, ერთი და ხარისხიანი (იცინის). შეიძლება, მეტიც გამჩენოდა, მაგრამ ამან არ მომცა საშუალება, ერთი კვირის განმავლობაში სულ ერთად ვატარებდით დროს“,- თქვა კესარიამ „თბილისელებთან“ საუბარში.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here